„ძალიან მარტივია თითის გაშვერა, კრიტიკა, მიმოხილვა, ძალიან რთული გახლავთ წახვიდეთ რისკზე, პირადი თავგანწირვის მაგალითი აჩვენო, როგორიც აჩვენა ოთხი შვილის მამამ, ირაკლი ნადირაძემ, როგორიც აჩვენა ბატონმა პაატა ბურჭულაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა ამით არ დასრულებულა, ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ იქნება ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში და დასრულდება ივანიშვილის მარცხით. ჩვენ ამ ბრძოლაში იმისთვის ვართ შესული, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ბრძოლა გაგრძელდება.
რაც შეეხება მომავალში ამ ბრძოლას, მნიშვნელოვანია ერთმანეთთან სოლიდარულები ვიყოთ, ვიყოთ კონსოლიდირებული და ვისწავლოთ წარსულის გამოცდილება, რომ მნიშვნელოვანია ივანიშვილზე ორიენტირება და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ჩვენი თანამებრძოლები,”-ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.