„თუ სწორად მივხვდი, ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო, რის შედეგადაც, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისას 25 პოლიციელი დაშავდა. არადა, სწორედ ამას ელის დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან.
რაც შეეხება მათი მხრიდან ქართული არჩევნების შეფასებას. მე, კვლავ, მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან, რაც აძლიერებს რადიკალური ძალების სურვილს ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას,”-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსეში წერს, რითაც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის,კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, მარტა კოსმა საქართველოში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.