„ამ სამი კვირის განმავლობაში ვმუშაობდი იმ პირობების შესაქმნელად, რომლითაც ჩვენ შევძლებდით საფრანგეთის ბიუჯეტის დამტკციებას, ქვეყნისთვის, და ასევე სოციალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფას და რამდენიმე საგანგებო სიტუაციის გადასაჭრელად, რომლებიც ვერ მოიცდიდა 2027 წლამდე, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. არ მინდა ყველას ჩამოთვლა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა საკითხებია ეს. ყოველდღიური უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მსყიდევლუნარიანობასთან და სამუშაოსთან, ახალი კალედონია, შეირაღებული ძალები რთულ საერთაშორისო კონტქესტში და ბევრი სხვა.
მე ვარ აქტივისტი და პატოვისცემით ვეკიდები მათ, ვინც მიზნის ერთგულია. მაგრამ ქვეყნა, ყოველთვის პარტიაზე მაღალ უნდა იდგეს. აუცილებელია აქტივისტების მოსმენა, მაგრამ ყოვეთვის უნდა იფიქრო ფრანგ ხალხზე,”-ამის შესახებ სებასტიან ლეკორნუმ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ განაცხადა.
ცნობისთვის, ლეკორნუმ საფრანგეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე სულ 27 დღე იმუშავა – ეს არის საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მოკლე ვადა. ლეკორნუმ მინისტრთა კაბინეტის ფორმირება 5 ოქტომბერს დაასრულა. ახალ მთავრობას საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პარტიები მაშინვე დაემუქრნენ უნდობლობის გამოცხადებით.