„დიდ ისტერიას ვხედავდით „ნაცმოძრაობის“ მფარველების მხრიდან, თუმცა 4-მა ოქტომბერმა მტკიცებულებების ზღვა მოგვცა იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ და ჩვენ, რა თქმა უნდა, 4 ოქტომბრის შეუმდგარ სახელმწიფო გადატრიალებას ვუყურებდით არა მხოლოდ მართლწესრიგის აღდგენის კუთხით, არამედ ჩვენ და ჩვენი იურისტები ვუყურებდით ამ პროცესის ყველა დეტალს. დაემატა მტკიცებულებები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ექსტრემისტული ძალაა, რომელიც ანტიკონსტიტუციური ქმედებებით ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ქართულ სახელმწიფოს. უცხოელების დუმილი, მიხვდნენ, რომ დამატებითი მტკიცებულებები შექმნეს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და მიხვდნენ, რომ თავადაც გაიშარნენ ამ ყველაფერში, როგორც თანამონაწილეები სახელმწიფო გადატრიალებისა, ამიტომაც დუმან, რომ რაღაცნაირად „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი დააფარონ. 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მტკიცებულებები კიდევ უფრო გაბევრდა.
სარჩელს რაც შეეხება, უახლოეს მომავალში ამ სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვფიქრობ, რომ მყარი არგუმენტები გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ბრენდის ქვეშ მოქმედი ჯგუფების არაკონსტიტუციურად ცნობა მოვითხოვოთ.
ახლა კი, მე მგონია, რომ ოპოზიცია უნდა ფიქრობდეს იმაზე და იხსენებდნენ 4 ოქტომბრამდე გაკეთებულ განცხადებებს, იხსენებდნენ 4 ოქტომბერს მათ ქმედებებს, კარგად დაფიქრდნენ შემთხვევით რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ხომ არ აქვთ ჩადენილი,”-ამის შესახებ პარლამენტის თვამჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.