„თავად აცხადებდნენ საჯაროდ და გვეუბნებოდნენ, რომ ისინი მონაწილეობდნენ 4 ოქტომბრის პროცესებში, მათ შორის, თავად პაატა ბურჭულაძეც არ უარყოფდა ამ ყველაფერს. შესაბამისად, პირადად ჩემთვის არ არსებობს კითხვის ნიშანი, რომ ბაჩო ახალაია და მისით ამაყი მისი მეუღლე მონაწილეობდნენ ამ პროცესში. ერთი შეხედვით ყველა ვხედავთ, რომ ისინი ამ პროცესით ამაყობდნენ, თუმცა როგორც თავადვე აცხადებდნენ, ბუად გამოცხადებული ახალაიას საჯარო გამოჩენა არ იქნებოდა მომგებიანი, შესაბამისად, ისინი აჩრდილიდან და კულუარებიდან მაქსიმალურად იყვნენ ჩართული ამ პროცესებში.
ზუსტად იმას ვამბობთ, რომ მის სამზარეულოში იხარშებოდა ის ბინძური გეგმები, რომელიც 4 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო. რადგან წარუმატებლად დასრულდა, რა თქმა უნდა, ახლა ყველას, ვითომ სინანულის გრძნობა აქვს, რომ საჯაროდ არ ჩნდებოდა, თუმცა რა წამს მათი გეგმა ასრულდებოდა, რა თქმა უნდა, ის პირველი გამოვიდოდა და ალბათ, იტყოდა მის სამზარეულოში როგორი პროცესები იგეგმებოდა. თავად ის ფაქტი, რომ არ უარყოფს, რომ სამზარეულოდან და ასე ვთქვათ, კულუარებიდან გულშემატკივრობდა და მონაწილეობდა ამ პროცესში, რა თქმა უნდა, გვიჩენს იმის მოსაზრებას, რომ მისი როლი აქტიური იყო ამ პროცესებში და განსაკუთრებულად ძალადობრივი იყო. თუ ვინმეს ბაჩო ახალაია ახსოვს, ალბათ, ახსოვს იმ სისხლიანი უმძიმესი დანაშაულებით, რომელიც მას აქვს და რომელიც მას შესაძლოა, სამწუხაროდ, ყველა ვერ დაუმტკიცდა,”-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.