„მივესალმები, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე თუ საქართველოში ჩამოვა. მივესალმებით ნებისმიერ ევრობიუროკრატს, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ლიდერს, რომლებიც აქ ჩამოვლენ ფაქტებზე, და არა აღქმებზე, სასაუბროდ. დიდი ხანია, ფაქტებზე სასაუბროდ მზად ვართ და ამას არასდროს გავურბივართ. არჩევნები რომ მორჩა და რევოლუციამ ვერ გაიმარჯვა, მეორედ მოსვლა დაიწყო? რა თქმა უნდა, არ დაწყებულა. ცხოვრება გრძელდება და ვისაც უნდა, ჩამოვიდეს. მომავალშიც ჩამოვა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ჩამოვლენ,”-ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა,რითაც ,,ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის” ორგანიზაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა.