”რეალურად, ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში, მაგრამ ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა, ისევე როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ამბობს ერთ რამეს, რომ თუ შენ არ ხარ საკმარისად წარმოდგენილი შენს პროტესტში, პატივი უნდა სცე უმრავლესობის ინტერესებს. მათ შორის, ჩვენი კანონმდებლობა დიდი ხანია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აცხადებს, რომ თუ ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, მათ პატივი უნდა სცენ საზოგადოების სხვა წევრებს და არ უნდა გადაკეტონ ქუჩა. აქამდე მოქმედებდა ჯარიმები. ჯარიმები ბოლომდე ეფექტიანი არ იყო და სწორედ ამის გათვალისწინებით შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, იმისათვის რომ უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე. ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება,“ – პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.