გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაშია   აღნიშნული .

„უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს.ამიტომ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა მიიღო გადაწყვიტილება, ელჩი ფიშერი შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის გაიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ ხვალ, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს.