ამბავი მოკლედ:

  • დონალდ ტრამპის განაცხადებით  რუსეთმა და უკრაინამ „უბრალოდ უნდა შეწყვიტონ“ საომარი მოქმედებები მათ შორის არსებულ შეხების ხაზებზე.
  • ჟურნალისტის კითხვას ნიშნავს თუ არა მოწოდება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, რომ უკრაინამ მთელი დონბასი რუსეთს უნდა დაუთმოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უარყოფითი პასუხი გასცა: „ყველაფერი ისე გაიყოს, როგორც არის. ახლა ის გაყოფილია. ვფიქრობ, [რეგიონის] ტერიტორიის 78% უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.“
  • შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში გამოცემა ”Financial Times”-ის  წყაროების ცნობით ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, მთელი დონბასი რუსეთისთვის გადაეცა და მიიჩნევდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი უკრაინას „გაანადგურებდა“.
  • სააგენტო ”Reuters”-ის ცნობით „პარასკევს დაძაბული შეხვედრის დროს ტრამპმა ზელენსკის მაინც მოუწოდა, რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიების დათმობა.
  •  ”Axios”-ის შემდეგ, ”Reuters” იუწყება, რომ ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის ”Tomahawk”-ის ტიპის რაკეტების მიწოდებაზე, ხოლო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა კვირა საღამოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
  • ‘Reuters”-ის ცნობით, პარასკევს  ტრამპმა ასევე ისაუბრა როგორც კიევისთვის – ასევე მოსკოვისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, რამაც უკრაინული დელეგაციის გაოგნება გამოიწვია.

 

რუსეთის პოზიცია არ შეცვლილა: რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან სრულად გაიყვანოს ჯარები, განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ასევე უცვლელია უკრაინის პოზიციაც : დონბასში უკან დახევა არ მოხდება, იტყობინება ”RBC-უკრაინა”, რომელიც ზელენსკის ძირითად განცხადებებს აჯამებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეთავაზება ბრძოლის სადემარკაციო ხაზებთან გაჩერების შესახებ. პარასკევს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკი აცხადებს, რომ  მან სცადა დაედგინა რუსეთის რეალური განზრახვები შესაძლო ტერიტორიული გაცვლის შესახებ, თუმცა   მკაფიო პოზიცია ჯერ კიდევ არ არსებობს.

 ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველწლიურად მიიღებს ”Patriot’-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. რაც შეეხება ‘’ტომაჰავკის’’ რაკეტებს, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლისგან მოითხოვა, ზელენსკიმ თქვა, რომ სავარაუდოდ ტრამპს არ სურს ესკალაცია ვლადიმერ პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილ სამიტამდე. უკრაინის პირველი პირის შეფასებით ბუდაპეშტი სამშვიდობო შეხვედრისთვის საუკეთესო ადგილი არ არის, რადგან უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის საჭირო ინიციატივებს ბლოკავს.

წყარო