„გახარია არის ამ რეჟიმის გაგრძელება, დანამატი, ჩვეულებრივი „ქოცი“, რომელიც უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა დროებით თავისი ბანდიდან გამოაგდო, და რომელიც კვლავ ამ ბანდაში დაბრუნებას ცდილობს, ატარებს იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც პირდაპირ აწყობს ამ უზურპატორ რეჟიმს, ამ კრიმინალთა რუსულ ბანდას. როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც ვამბობდით, სწორედ იმიტომ არ გაიუქმეს საპარლამენტო მანდატები, რომ ამ რეჟიმისთვის საჭიროების შემთხვევაში, თუ მათ გაუჭირდებოდათ და დაჭირდებოდა მიეცათ ანტურაჟი. ანტურაჟი თითქოს, ეს ე.წ. უკანონო პარლამენტი არის ლეგიტიმური. უნდათ, რომ ამის სურათი შექმნან, რასაც რა თქმა უნდა, ვერ მოახერხებენ, იმიტომ, რომ ამ რეჟიმის სახე და ბუნება ძალიან კარგად დაინახა ცივილიზებულმა სამყარომ. მას არ აღიარებს არც ქართველი ხალხი, არც ჩვენი დასავლელი მეგობრები, არც ევროკავშირი, არც ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და შესაბამისად, ვერავის ისინი ვერ მოატყუებენ. ნათელია, რომ გახარიას ამ „ქოცური“ ნაბიჯით სურს ასიამოვნოს ბიძინა ივანიშვილს და შეასრულოს მისი ანტურაჟის როლი,”-ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.