აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დღეს თბილისში, საპროტესტო მსვლელობა ,,ბოლომდე, გამარჯვებამდე!” გაიმართება, რომელიც 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება.
პროტესტის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” პოლიტიკას, ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და აქციების ფარგლებში დაკავებულთა გათავისუფლებას.