„კოალიცია ცვლილებისთვის” საგარეო მდივნები, მე და გიორგი ბუტიკაშვილი ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვართ, სხვა პარტიების წარმომადგენლებთან ერთად.

ასამბლეა აერთიანებს ევროპარლამენტსა და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს.

აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში, ევრონესტზე წარმოდგენილი არის მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია და არა “ქართული ოცნება,” მიუხედავად საპარლამენტო ბოიკოტისა.

მსგავსი მდგომარეობა მხოლოდ ბელარუსს აქვს – ქვეყანას ევრონესტზე სვეტლანა ციხანოუსკაიას ოფისი წარმოადგენს.

ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დასავლეთისთვის ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელები არიან საქართველოს დემოკრატიული ძალები და არა რუსული რეჟიმი.

ასამბლეის ოფიციალური ნაწილი 28 ოქტომბერს იწყება და 30 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება,”-ამის შესახებ განცხადებას „კოალიცია ცვლილებისთვის” საგარეო მდივანი, მარიკა მიქიაშვილი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.