„ვგმობთ რუსეთის პირდაპირ თავდასხმებს უკრაინის ენერგოსისტემაზე, რომლებიც კვლავ იწვევს დამანგრეველ სოციალურ, გარემოსდაცვით და ეკონომიკურ შედეგებს უკრაინელი ხალხისთვის, რაც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ყველაზე დაუცველ ფენებზე. რუსეთის მიერ უკრაინის ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურაზე ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა საფრთხე შეუქმნა თემებსა და ადამიანთა სიცოცხლეს, დაასუსტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და უკრაინელი ხალხის ენერგეტიკული უსაფრთხოება“, – აღნიშნულია განცხადებაში.