გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა.
„ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის ელჩი დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს თავის თავდადებულ საქმიანობას,”-ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყება სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ უწყებამ ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია.