„ძალიან ტრაგიკომიკურია, რომ მთელი ევროპის კონტინენტზე, ევროპული ღირებულებების დამცველად რჩება მხოლოდ და მხოლოდ ბატონი პაპუაშვილი. მისი „პოსტების“ მიხედვით ასე გახლავთ. თურმე, ყველა ევროპულ დედაქალაქში უღალატეს ევროპულ ღირებულებებს, პრინციპებს და მხოლოდ თბილისში შემორჩა ერთ კონკრეტულ ადამიანს, ივანიშვილის ბანდის წევრს ეს ღირებულებები. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულად აღსაქმელი არ გახლავთ. თუ ვინმემ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ნებისმიერი ინსტიტუციის ნორმები, ეს არის ივანიშვილის ბანდა და ამიტომაც არის, რომ მას აქვს ისტორიულად უპრეცედენტოდ ცუდი შეფასებები ყველა ინსტიტუტის მიერ,”-ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა,რითაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის“.