„ჩვენ უკვე მოვამზადეთ შეთანხმება საბერძნეთთან უკრაინისთვის გაზის მიწოდების შესახებ, რაც კიდევ ერთი მარშრუტი იქნება ზამთრისთვის იმპორტის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად. უკვე გვაქვს შეთანხმებები გაზის იმპორტის დაფინანსების შესახებ, ჩვენ დავფარავთ თითქმის ორ მილიარდ ევროს, რომელიც საჭიროა გაზის იმპორტისთვის, რათა კომპენსირდეს რუსეთის დარტყმების შედეგად მიღებული ზარალი,”-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის საბერძნეთში ვიზიტი, საიდანაც ზელენსკი საფრანგეთსა და ესპანეთში გაემგზავრება.
„ისტორიული შეთანხმება მოვამზადეთ საფრანგეთთან. ეს იქნება ჩვენი საავიაციო ძალების მნიშვნელოვანი გაძლიერება, ჩვენი ცის დაცვა და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთანავე,როგორც მან აღნიშნა, ესპანეთი კიდევ ერთი ძლიერი ქვეყანაა, რომელიც შეუერთდა პარტნიორებსა და ინიციატივებს, რომლებიც რეალურად ეხმარებიან უკრაინას. სამშაბათს კი,მისი თქმით, ესპანეთში ,,შედეგიან ვიზიტს” ელოდება,რომელსაც დიდი ხანია ამზადებენ.