„28 ნოემბერს ვნახავთ, რომ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები. სასოწარკვეთილი იმით, რომ ვერ მიაღწიეს თავის მიზანს, რომ ეს ქვეყანა გადაეცათ და ჩაებარებინათ დირექტიული მმართველობისთვის. 28 ნომრებიდან ერთი წელის სრულდება, როდესაც სულ ტყუილად აყვირეს და აჩხუბეს ხალხი რუსთაველზე იმისთვის, თითქოს, ირაკლი კობახიძის განცხადება გულისხმობდა მოლაპარაკებების შეჩერების პროცესს, რეალურად კი მათივე, მათ შორის, ევროკავშირის ელჩის წერილშიც კი ვკითხულობთ, რომ ეს პროცესი მათ 6-5 თვით ადრე ჰქონდათ შეჩერებული. ამიტომ ამაზე დიდი აფერა არ არსებობს, რაც მათი მხრიდან შეჩერებული პროცესის ირაკლი კობახიძის გადაბრალება არის. შესაბამისად, ერთი წლის თავზე, კიდევ შეიკრიბებიან ის მოტყუებული, თუ ძალით ამ პროცესში ჩართული ადამიანები, ვინც კიდევ ერთხელ იტყვიან, ძალიან გთხოვთ მოგვეცით დავალებები, დირექტივები, არ გვინდა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი,“ 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი  ნინო წილოსანი 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე.