რომის იმპერიაში წყენის გამოხატვის ერთ-ერთი გავრცელებული საშუალება იყო ტყვიის ფირფიტებზე წყევლის ამოტვიფრა. ასეთი ფირფიტები შემდეგ გრაგნილის ფორმას იღებდა და მათ სამარხებში ან ჭებში ათავსებდნენ, რათა წყევლას „ზებუნებრივ ძალებთან“ მიეღწია.

ბოლო წლებში არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ არტეფაქტებს  შორის გამოირჩევა დაახლოებით 1600 წლის წინანდელი ფირფიტა, რომელიც ვინმე პორსელოს ეკუთვნის. მისი შინაარსი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ იმ პერიოდში ყველაზე უმნიშვნელო წყენაც კი ხშირად წყევლით სრულდებოდა.

მკვლევრებმა დღემდე 1500-ზე მეტი მსგავსი ტყვიის ფირფიტა აღმოაჩინეს. განსაკუთრებული რაოდენობა – 130-მდე – მოპოვებულია აკვა სულისის, თანამედროვე ინგლისის ქალაქ ბატის მახლობლად.  ზოგი წყევლა ხელმოწერილია, ზოგზე კი დამნაშავეების გამოსახულებაც გვხვდება.

უმეტეს შემთხვევაში მაწყევარნი ღმერთებს ევედრებოდნენ, რომ ეჭვმიტანილის ცხოვრება გაუკუღმართებულიყო, მათზე სამართლიანად ეძიათ შური ან ყოველდღიური სირთულეები შექმნოდათ. ასე რომ, ფირფიტები არა მხოლოდ ისტორიულ არტეფაქტებად, არამედ იმ ეპოქის ადამიანური ემოციების პირდაპირ ასახვადაც გვევლინება.