„რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ნათელია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას,”-ამის შესახებ განცხადებას ,,ევროპული ლიებრალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება,” ALDE party-ი ,,ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი წევრის, ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით წერს, რითაც საქართველოს პარლამენტის თავდმჯომარის განცხადებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ დაწერა – ,,ათი დღე გავიდა, რაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტი ვიხილეთ, „ალდეს“ მხრიდან რეაქცია არ არის, ფაქტად ვიღებთ, რომ „ალდე“ ტერორისტთან მოთანამშრომლე გაერთიანებაა.”