გადაცემაში „მაესტროს ანატომია“ ბინაზე სამედიცინო მომსახურების მნიშვნელობასა და თანამედროვე შესაძლებლობებზე ისაუბრა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზირებული ცენტრის MedLife25-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის მენეჯერმა, ექიმმა ნინო კაჭარავამ.
მისი თქმით, MedLife25 წარმოადგენს კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს, რომელიც აერთიანებს როგორც გადაუდებელ, ისე ბინაზე სამედიცინო მომსახურებას, ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკურ კვლევებსა და სამედიცინო ტრანსპორტირებას. სერვისის მთავარი პრინციპი ინდივიდუალური, პაციენტზე მორგებული მიდგომაა, რაც საშუალებას იძლევა ხარისხიანი სამედიცინო დახმარება პაციენტმა საკუთარი სახლის კომფორტში მიიღოს.
ექიმის განმარტებით, MedLife25 მოზრდილთა სასწრაფო დახმარების სერვისია და მომსახურება განკუთვნილია 15 წლიდან ზემოთ პაციენტებისთვის. ბინაზე სამედიცინო მომსახურებით ყველაზე ხშირად სარგებლობენ ასაკოვანი ადამიანები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პაციენტები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ასევე ისინი, ვისაც კლინიკაში მისვლის დრო ან შესაძლებლობა არ აქვთ.
ნინო კაჭარავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სერვისის სანდოობაზე. მისი თქმით, MedLife25 მუშაობს იმავე სტანდარტებით, რასაც კლინიკური დაწესებულებები — გამოყენებულია სერტიფიცირებული სამედიცინო აღჭურვილობა და მომსახურებას ახორციელებს კვალიფიციური პერსონალი, ყველა შესაბამისი მოთხოვნის დაცვით.
მისივე თქმით, ბინაზე სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კომფორტთან ერთად უსაფრთხოებაა. განსაკუთრებით ვირუსული ინფექციების აქტიურ პერიოდში, პაციენტებს აღარ უწევთ კლინიკებში ვიზიტი, რიგებში ლოდინი და ინფიცირების რისკთან შეხება.
გადაცემაში საუბარი შეეხო ვიტამინების ინფუზიებსაც, რომლებიც დღეს სულ უფრო მოთხოვნადია. ექიმის განმარტებით, ვიტამინების გადასხმა ინიშნება ვიტამინების დეფიციტის, სისუსტის, პოსტვირუსული მდგომარეობის და სხვა სამედიცინო ჩვენებების დროს. პროცედურა ტარდება ექიმის რეკომენდაციით და ხშირად წინ უძღვის შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები.
მისი თქმით, აღნიშნული სერვისით სარგებლობენ გადაღლილი ადამიანები, სპორტსმენები, ვირუსის შემდეგ იმუნიტეტის დაქვეითების მქონე პაციენტები, პოსტვირუსული სინდრომის მქონე პირები და ხანდაზმულები. პაციენტების სპექტრი მრავალფეროვანია, რაც სერვისის საჭიროებაზე მიუთითებს.
ნინო კაჭარავამ აღნიშნა, რომ MedLife25 თანამშრომლობს სანდო ლაბორატორიებთან, რის შედეგადაც ბინაზე აღებული ანალიზების პასუხები პაციენტს უმოკლეს დროში — ხშირ შემთხვევაში მაქსიმუმ საათნახევარში მიეწოდება. განსაკუთრებით მოთხოვნადია სეზონური ვირუსების ტესტირება, მათ შორის A და B ტიპის გრიპისა და COVID-19-ის ტესტები, რომლებიც ბინაზე ტარდება და სწორი მკურნალობის დასანიშნად მნიშვნელოვანია.
გადაცემაში ასევე განიხილეს ბინაზე ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები. MedLife25 უზრუნველყოფს ექოსკოპიურ კვლევებს, მათ შორის კარდიო ექოსკოპიას, დოპლეროგრაფიას, რენტგენოლოგიურ კვლევებსა და 24-საათიან ჰოლტერ-მონიტორინგს, რომელიც გულის რითმის უწყვეტ კონტროლს გულისხმობს და კარდიოლოგიური პრობლემების დიაგნოსტიკაში გამოიყენება.
ექიმმა ყურადღება გაამახვილა პერიფერიული ვენის კათეტერიზაციაზეც, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი ინფუზიური ან მედიკამენტოზური მკურნალობის დროს. მისი თქმით, ყველა პროცედურა ბინაზე სრულდება უსაფრთხოდ და პროფესიული სტანდარტების დაცვით.
პაციენტებს ასევე აქვთ შესაძლებლობა ოჯახის ექიმის კონსულტაცია საკუთარ სახლში მიიღონ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშვიდ და კომფორტულ გარემოში ექიმთან კომუნიკაციისთვის.
გადაცემაში შეეხნენ სამედიცინო ტრანსპორტირების სერვისსაც. ნინო კაჭარავას თქმით, MedLife25 უზრუნველყოფს პაციენტების ტრანსპორტირებას როგორც საქართველოს ფარგლებში, ისე საზღვარგარეთ. სპეციალურად აღჭურვილი ტრანსპორტი უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხო გადაადგილებას.
ექიმის შეფასებით, ბინაზე სამედიცინო მომსახურების მთავარი ღირებულებებია პაციენტის სიმშვიდე, ნდობა და ხარისხიანი მომსახურება. სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული MedLife25-ის საქმიანობა — იმ მიზნით, რომ სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი იყოს მაშინ, როცა პაციენტს ეს ყველაზე მეტად სჭირდება, საკუთარ სახლში.