აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავება არ იქნება საჭირო ისე, როგორც ნიკოლას მადუროს შემთხვევაში მოხდა. ჟურნალისტმა ტრამპს კითხვა დაუსვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის   ნიკოლას მადუროს დაკავებაზე საუბრისას ამბობს: „დიქტატორებთან ასე მოპყრობა თუ შეიძლება, მაშინ აშშ-მა იცის, რა უნდა გააკეთოს ამის შემდეგ“.  კითხვაზე, ოდესმე გასცემდით ბრძანებას ვლადიმირ პუტინის დაკავების ოპერაციის ჩასატარებლად? ტრამპმა უპასუხა: „არ მგონია, რომ ეს აუცილებელი იქნება“.   „ვფიქრობ, ეს საჭირო არ იქნება. მასთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. თუმცა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. რუსეთის ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ვფიქრობ, საბოლოოდ შეთანხმებას მივაღწევთ“, – აღნიშნა ტრამპმა.