რუსეთის მიერ დნიპროსა და რეგიონის ტერიტორიაზე ღამით განხორციელებული შეტევა ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა,”  – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში  წერს.  ვოლოდიმირ ზელენსკის  ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმამ საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა, დაზიანდა სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც, თავდასხმა ასევე მიმართული იყო ენერგეტიკული ობიექტებისა და საცხოვრებელი შენობების წინააღმდეგ მთელი რეგიონის მასშტაბით.  ზელენსკის განცხადებით, დრონებით იერიში მიიტანეს ოდესაზეც, ერთ-ერთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა კი ჩინეთის საკუთრებაში არსებულ გემს დაარტყა.  „არ შეიძლებოდა რუსებს არ სცოდნოდათ, თუ რომელი გემი იმყოფებოდა ზღვაში. საერთო ჯამში, რვა რეგიონში ნგრევა დაფიქსირდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. საერთო ჯამში, რუსებმა ამ დარტყმის დროს გამოიყენეს 524 თავდასხმის დრონი და სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტა“, – აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, რუსეთი ადამიანებზე თავდასხმებისთვის ბალისტიკურ რაკეტებს იყენებს და სწორედ ამიტომ ევროპაში ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყონ მათგან საიმედო დაცვა.