“6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება, “ – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ბაქოში ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანულ მხარესთან გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. მთავრობის განმარტებით, დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა მოაწერეს. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ.