უკრაინაი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ანდრეი სიბიგამ მას მაკა ბოჭორიშვილთან გამართული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მაისისა და ივნისის ევროპული საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანებიც განსაზღვრა.
„ანდრეი სიბიგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ მაცნობა. ჩვენ ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაძლიერების საფუძველზე ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ვისწრაფვით და მზად ვართ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგათ“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ევროპის კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში კლასტერების გახსნის საკითხი და უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტები.
ზელენსკის თქმით, საუბარი შეეხო ასევე რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს და ამ პროცესში ევროპის შესაძლო წარმომადგენლობის საკითხს.
„ამ ეტაპზე ეს ამოცანები საჯარო არ არის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.