რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ინვესტიციებისა და უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთს უახლოეს მომავალში ეწვევა.
რუსული მედიის ინფორმაციით, დმიტრიევმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ უიტკოფის ვიზიტი „უახლოეს მომავალში“ იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
ამ ეტაპზე უცნობია, რა საკითხები იქნება ვიზიტის მთავარი თემა, თუმცა მოსალოდნელია, რომ შეხვედრები რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობას შეეხება.