აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანიდან გამდიდრებულ ურანს წაიღებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ტრამპის თქმით, აშშ-ს არ სჭირდება გამდიდრებული ურანი და მისი მოპოვების შემდეგ, სავარაუდოდ, გაანადგურებს. ცნობისთვის, მანამდე Reuters-მა ირანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, ირანის უზენაესმა ლიდერმა განკარგულება გასცა, რომ ირანის თითქმის საბრძოლო დონეზე გამდიდრებული ურანი საზღვარგარეთ არ უნდა გაიგზავნოს.