აშშ-მა უკრაინისთვის Hawk-ის სარაკეტო სისტემის 108 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა.  ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.  მათივე ცნობით, გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხო ნაბიჯია.  სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ Hawk-ის სარაკეტო სისტემა უკრაინას მიმდინარე და მომავალ საფრთხეებთან გამკლავებაში დაეხმარება. „შემოთავაზებული გაყიდვა გააუმჯობესებს უკრაინის შესაძლებლობას, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს, მას თავდაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების მისიების უფრო ძლიერი ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებით ჩასატარებლად დამატებით აღჭურვილობით. უკრაინას არ გაუჭირდება ამ აჭღურვილობისა და მომსახურების თავის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრირება“, – ნათქვამია განცხადებაში.