რუსეთის საგარეო უწყება უცხო ქვეყნების მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევში „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებს“ დაარტყამენ.
„დარტყმები განხორციელდება როგორც გადაწყვეტილების მიღების ცენტრების, ასევე სამეთაურო პუნქტების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე, უწყება უცხოელებს მოუწოდებს, რომ კიევი დატოვონ, ხოლო ადგილობრივებმა სამხედრო და ადმინისტრაციულ ინფრასტრუქტურას თავი აარიდონ. „იმის გამო, რომ აღნიშნული ობიექტები მთელ კიევშია მიმოფანტული, ვაფრთხილებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების პერსონალს, რომ ქალაქი რაც შეიძლება მალე დატოვონ, ხოლო უკრაინის დედაქალაქის მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ არ მიუახლოვდნენ ზელენსკის რეჟიმის სამხედრო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.