უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთს მაინც მოუწევს ომის დასრულება დიპლომატიური გზით, თუმცა „პირობები უფრო უარესი იქნება“.  როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელიდან გაუშვა წაგებული ომიდან გასვლის შანსი, როდესაც უარი თქვა ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე. მისი თქმით, მოგვიანებით რუსეთს მაინც მოუწევს, დათანხმდეს გაცილებით ცუდ პირობებს.   “ რუსეთში უკვე აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილი, სადაც უკრაინის შორი რადიუსის სანქციებს დაემალებით, თუმცა მათი ინტენსივობა გაიზრდება. საერთაშორისო ზეწოლა არ შესუსტდება, მხოლოდ გაძლიერდება. მათ შორის აქტივების გაყინვით, მოგზაურობის აკრძალვით და დანაშაულისთვის გარდაუვალი პასუხისმგებლობის დაყენებით“, – წერს სიბიგა. მისი თქმით, პუტინი ვერასდროს მიაღწევს მის მიზანს ბრძოლის ველზე და უმჯობესი იქნება, უარი თქვას „ბოდვაზე, რომ უკრაინა მალე დაიშლება“, რომ პარტნიორების მხარდაჭერა შესუსტდება ან რუსეთზე ზეწოლა შემცირდება. ცნობისთვის,  უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 ივნისით დათარიღებულ ღია წერილში ვლადიმერ პუტინს შესთავაზა, განესაზღვრათ თარიღი შეხვედრისთვის და დაესრულებინათ ომი. პასუხად, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს შეხვედრის აზრს.