აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ორი ირანული დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც, მათი მტკიცებით, საფრთხეს უქმნიდნენ გემებს ჰორმუზის სრუტეში. „დღეს დილით, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალებმა ჩამოაგდეს ორი ირანული თავდასხმის დრონი, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ საერთაშორისო საზღვაო მოძრაობას ჰორმუზის სრუტეში“, – განაცხადა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.მათი განცხადებით, მზად არიან განაგრძონ ირანის აგრესიისგან თავდაცვა.