კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვი განცხადებით, ევროპული ქვეყნები უფრო მეტად ომის გაგრძელებაზე არიან ორიენტირებულნი, ვიდრე რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობაზე.
„მთავარი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ ევროპელები ბევრად უფრო მეტად არიან ორიენტირებული ომის გაგრძელებაზე, ვიდრე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, ევროპა ამ ეტაპზე ვერ იქნება ეფექტიანი შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
„რაც შეეხება ევროპელების შუამავლობის როლს, ისინი ამისთვის მზადყოფნისგან შორს არიან. შუამავლობის დაწყება რუსეთისთვის რაიმე სახის წინაპირობის წაყენებით ალოგიკურია და ეს ჩვენთვის მიუღებელია“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
პესკოვის განცხადება რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე გაკეთდა, მაშინ როდესაც უკრაინაში ომის დასრულებისა და შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი კვლავ საერთაშორისო დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.