უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აგრძელებს რუსეთის სამხედრო და ნავთობის ინდუსტრიის ობიექტებზე დარტყმებს.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, ღამით უკრაინულმა FP-5 „ფლამინგოს“ რაკეტებმა დარტყმა განახორციელეს ჩებოქსარში მდებარე სამხედრო ქარხანაზე, რომელიც მისი თქმით, რუსეთის არმიას დრონებისა და რაკეტების კომპონენტებით ამარაგებს.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ასევე დაარტყა სამარის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 900 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
მისივე თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციის ფარგლებში დარტყმები განხორციელდა ვლადიმირის ოლქში მდებარე ორ ნავთობის ობიექტზეც, რომლებიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 700 კილომეტრის მანძილზეა განთავსებული.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული ქმედებები მიმართულია რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.