აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს.

 „CENTCOM-ის ძალებმა ირანის სამხედრო სათვალთვალო შესაძლებლობებზე, საკომუნიკაციო სისტემებსა და საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს მთელ ირანში. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსმა, საჰაერო ძალებმა და საზღვაო ძალებმა ზუსტი ჭურვები ესროლეს ირანულ სამიზნეებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდბებ აშშ-ის ძალებს და რეგიონულ წყლებში ტრანზიტით მყოფ საერთაშორისო კომერციულ გემებს“, – აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. 

 მათი მტკიცებით, დარტყმები ირანის აგრესიის საპასუხო ქმედება იყო.