“ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კოსმოსური ძალების მეთაურის, სეიედ მაჯიდ მუსავის განცხადებით, ირანმა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ჯოჯოხეთად აქციოს, თუ ჰორმუზის სრუტე დაუცველი გახდება, “- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „თქვენ ჰორმუზის წმინდა სრუტეს დაუცველს ხდით?! რეგიონს ჯოჯოხეთად გიქცევთ მთელი ირანიდან“, – განაცხადა ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა. ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის ჩაიკეტა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-მა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა.