ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰელიმ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „როიტერი“  წერს. მინისტრმა პოსტსამხედრო ხარჯებთან დაკავშირებით მთავრობის შიგნით არსებული უთანხმოების გამო დატოვა თანამდებობა. მან პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დაადანაშაულა იმაში, რომ ქვეყნის თავდაცვის გასაძლიერებლად საჭირო ფინანსური რესურსების გამოყოფის მიმართ საკმარის ვალდებულებას არ იღებს, მაშინ როდესაც უსაფრთხოების საფრთხეები მნიშვნელოვნად გაიზარდა.   „თქვენ ვერ მოახერხეთ, ხოლო ხაზინამ უარი თქვა იმ ფინანსური რესურსების უზრუნველყოფაზე, რომელიც ქვეყანას მზარდი საფრთხეების ფონზე თავდაცვის გასაძლიერებლად სჭირდება. თავდაცვის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შემოთავაზებული ფინანსური პაკეტი, რომლის სრული ვერსიაც მხოლოდ ამ კვირის ორშაბათს მივიღე, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იმ დონეს, რაც თავდაცვისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ამ განსაკუთრებით სახიფათო პერიოდში აუცილებელია“, – აღნიშნავს ჯონ ჰილი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისადმი მიწერილ გადადგომის შესახებ წერილში.