უკრაინამ გასულ ღამეს რუსეთის რამდენიმე რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ტულას ოლქში მდებარე ქიმიურ საწარმოში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ცნობებსა და ტულის ოლქის გუბერნატორ დიმიტრი მილაევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე ნოვომოსკოვსკში მდებარე ქიმიური ქარხანა „აზოტი“ იყო. გუბერნატორის განცხადებით, დრონის ნამსხვრევები სამრეწველო ზონაში ჩამოვარდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
„აზოტი“ რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ქიმიურ საწარმოდ მიიჩნევა. კომპანია აწარმოებს მინერალურ სასუქებს, ამიაკს, აზოტმჟავას, მეთანოლს და სხვა ქიმიურ პროდუქტებს. ღია წყაროების მიხედვით, საწარმოს პროდუქცია გამოიყენება როგორც სამოქალაქო სექტორში, ასევე ისეთი ნედლეულის წარმოებაში, რომელიც სამხედრო ინდუსტრიასაც მიეწოდება.
მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა სმოლენსკის ოლქშიც ისმოდა. გავრცელებული ცნობებით, ქალაქ ვიაზმაში დაზიანდა რკინიგზის ინფრასტრუქტურის ნაწილი.