აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი კვირას, 14 ივნისს მოეწერება, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ გაიხსნება ჰორმუზის სრუტე ყველასთვის. „შესაბამის დროს, როდესაც ყველაფერი დამშვიდდება, ჩვენ წავალთ და გამოვიტანთ ბირთვულ მტვერს, რომელიც ღრმად ჩამარხულია გრანიტის მთების ქვეშ, ჩვენი ლამაზი B-2 ბომბდამშენებისა და მათი ბრწყინვალე პილოტების მიერ გავაზავებთ და გავანადგურებთ მას, იქნება ეს ირანში თუ აშშ-ში. ველოდებით თანამშრომლობას ირანთან და მთელ ახლო აღმოსავლეთთან დიდი ხნის განმავლობაში. ვიმედოვნებ, ეს პროცესი იქნება სწრაფი, მარტივი და გლუვი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ალტერნატივები, რომლებიც, ვიმედოვნებ, აღარასდროს იქნება გამოყენებული“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი კი ახცადებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება დღეს არ გაფორმდება. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისმაილ ბაღეიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან ყოყმანის გამო ირანი ხელმოწერის თარიღთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას სიფრთხილეს ინარჩუნებს. ცნობისთვის, მანამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფიმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმს უახლოეს 24 საათში მოაწერენ ხელს.