“ ამჯერად, უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები საკუთარ თავზე მოსკოვის ოლქმა იგრძნო,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში  წერს . ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინიდან   500 კილომეტრში, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა.   „რუსეთი იძულებული უნდა გახდეს, რომ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ომი დაასრულოს. უკრაინის შორ მანძილზე მოქმედების შეიარაღება კი მსგავსი ზეწოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ეს რუსეთის მიერ დარტყმებსა და ომის გაჭიანურებაზე სამართლიანი პასუხია“, – წერს ზელენსკი X-ზე.