აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ომის დასრულების შესახებ აშშ-ირანის შეთანხმების ფარგლებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს ირანში დაბრუნების უფლება მიეცემათ. „შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია ის, რომ  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო  და შეერთებული შტატები დაეხმარებიან ირანს მაღალგამდიდრებული მარაგის განადგურებაში და ეს არის ის, რაც ძალიან ნათლად არის გაწერილი“, – განაცხადა ვენსმა. ამასთან, მისი თქმით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა წინასწარი შეთანხმება პარასკევამდე გამოაქვეყნოს.  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ურთიერთგაგების მემორანდუმი დაახლოებით ერთნახევარი გვერდის მოცულობის ძალიან ზოგადი დოკუმენტია.