აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. CNN-ის ინფორმაციით, დოკუმენტს ტრამპმა საფრანგეთში, ვერსალის სასახლეში მოაწერა ხელი.
„ეს ადვილი არ იყო“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ხელმოწერის ცერემონიაზე.
მემორანდუმზე ხელმოწერა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გამართული ოფიციალური ვახშმის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაიმართა. ხელმოწერილი შეთანხმების ფოტო აშშ-ის მხარემ ირანს გაუგზავნა, რის შემდეგაც დოკუმენტს ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმაც მოაწერა ხელი.