უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს „რამშტაინის“ ფორმატის, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა უკრაინის თავდაცვის საკითხებს მიეძღვნება და მას თავად ზელენსკიც დაესწრება, რომელსაც წინა ღამით მასპინძლობდა.

რუტემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და იარაღის მიწოდების საკითხები განიხილეს.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტშიც მონაწილეობს, რომელიც დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება.