ლონდონის მახლობლად ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.  მედიის ინფორმაციით, დაღუპული ერთ-ერთი მატარებლის მძღოლია. რაც შეეხება დაშავებულებს, 11-მა ადამიანმა   მძიმე დაზიანებები მიიღო, 22 ადამიანი სერიოზულად დაშავდა, ხოლო 56-ს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. რა გახდა შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.  ექიმი, რომელიც ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა და მსუბუქად დაშავდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ შეჯახება მოულოდნელად მოხდა. მისი თქმით, ერთ-ერთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. დაღუპულისა და დაშავებულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.