აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში გადასახადები არ დაწესდება.

„ჰორმუზის სრუტეში 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში გადასახადები არ იქნება და გადასახადები ამ 60-დღიანი პერიოდის შემდეგაც არ იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეთანხმების შეუსრულებლობის გამო მას თავად აშშ არ დააწესებს საკუთარი მიზნებისთვის, როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის მფარველი ანგელოზის სახით გაწეული მომსახურებისთვის წარსული, აწმყო და მომავალი ხარჯების ანაზღაურების მიზნით“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც შაბათს ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურეს. თუმცა, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, სრუტეში კომერციული გემების მოძრაობა არ შეწყვეტილა და შაბათს იქ 55-მა გემმა გაიარა.

ამასთან, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის მრჩეველმა, მოჰამად მოხბერმა, ვაშინგტონი 14-პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველი პუნქტის დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აღნიშნული პუნქტი ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.