ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა აიკრძალა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოკუპირებული ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. ლიდერის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, დღის განმავლობაში საწვავი მხოლოდ ე.წ. სამთავრობო უწყებებზე გაიყიდება.
„დღეს, 21 ივნისს, 9:00 საათიდან ყირიმის ბენზინგასამართ სადგურებზე შეჩერდა საწვავის გაყიდვა როგორც ნაღდი ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე ტალონებით, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის“, – აღნიშნა აქსიონოვმა. ამასთან, მისივე ცნობით, დრონებით იერიშების შედეგად ოკუპირებულ ყირიმში 4 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა. შეგახსენებთ, გასულ ღამეს ოკუპირებულ ყირიმში განხორციელებული დარტყმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა.