დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერი განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ოფიციალურად დატოვებს როგორც მთავრობის მეთაურის, ისე ლეიბორისტული პარტია ლიდერის თანამდებობას.
სტარმერის თქმით, როდესაც პარტიის ხელმძღვანელობა ჩაიბარა, ის „პოლიტიკურად, ფინანსურად და მორალურად გაკოტრებული“ იყო, თუმცა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში პარტიის გაძლიერება და აღდგენა მოხერხდა. პრემიერის განცხადებით, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.
მან ასევე აღნიშნა, რომ უზრუნველყოფს ხელისუფლების მოწესრიგებულ გადაბარებას და მომავალ ლიდერს სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს.
BBC-ის ინფორმაციით, მანჩესტერის მერი ენდი ბერნჰემი პრემიერ-მინისტრის პოსტზე სტარმერის შესაძლო შემცვლელად განიხილება. ბერნჰემის განცხადებით, სტარმერმა ქვეყანას მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია.
სტარმერის გადაწყვეტილება ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოასწავებს და ლეიბორისტულ პარტიაში ახალი ლიდერის არჩევის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება.