თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტები თორნიკე თოხშუა, მარიამ მეყანწიშვილი, ნატო ბოლქვაძე და შაკო ბაღდოშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით თორნიკე თოხშუას 3000 ლარიანი, მარიამ მეყანწიშვილს კი 6000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ნატო ბოლქვაძეს 5 -დღიანი, ხოლო შაკო ბაღდოშვილს 10 – დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ასევე გაიმართა, აქტივისტების ვასო ბერიძისა და ია მელითაურის პროცესებიც. მოსამართლემ ვასო ბერიძე 5000 ლარით დააჯარიმა, ხოლო ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა. თორნიკე თიკარაძის პროცესი კი 31 ივლისის 14:00 საათისთვის გადაიდო. ცნობისთვის, თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი ბაღდოშვილი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულებს “შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.
ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.