„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება იქამდე, ვიდრე აშშ-ის მხრიდან მუქარა და ჩარევა გაგრძელდება. „ჰორმუზის სრუტე ხელახლა არ გაიხსნება, ვიდრე ამერიკელი ოფიციალური პირების მხრიდან გადაჭარბებული რიტორიკა, მუქარები და რეგიონში საზღვაო გადაადგილებაში ჩარევა გაგრძელდება. მუქარა და ჩარევა ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს და კომპლექსურს გახდის“, – ნათქვამია „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებაში. ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე მის კონტროლქვეშ არის და ქვეყანა არაერთხელ დასხმია თავს იმ გემებს, რომლებიც მითითებებს არ ემორჩილებიან.