იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.  იაპონიის პრემიერ-მინისტრის სანაე ტაკაიჩის განცხადებით, კუმამოტოს პრეფექტურაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პრეფექტურაში 30000-ზე მეტი ოჯახი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.  მიწისძვრის შემდეგ 9000 ადამიანი ევაკუაციის  ცენტრებში გადაიყვანეს.  ცნობისთვის, იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა სამშაბათს კუნძულ კიუ-შიუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ მიწისძვრა 7.1 მაგნიტუდად, ხოლო აშშ-ის  გეოლოგიურმა სამსახურმა 6.8 მაგნიტუდად შეაფასა. მიწისძვრის შემდეგ 100-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.