უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა.
უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
ზელენსკის განცხადებით, ახალ თანამდებობაზე უმეროვი კოორდინაციას გაუწევს უკრაინის მიერ დრონებთან დაკავშირებით ახალი საერთაშორისო შეთანხმებების გაფორმებას.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით კიევს ამჟამად ცხრა ქვეყანასთან აქვს შეთანხმებები, ხოლო კიდევ 15 ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მისივე თქმით, რუსტემ უმეროვი გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიური მიმართულებითაც, მათ შორის, შეერთებულ შტატებთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში.