ჟურნალისტმა ვახო სანაიამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
მას იზოლატორთან ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ.
შეგახსენებთ, ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო შეუფარდა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ იყო.
სასამართლოსთვის სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გააკეთა.